Accessibility links

logo-print

ევროკავშირი მსჯელობს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შესახებ


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში მსჯელობენ რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე, აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ. აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მეტყველებს იმაზე, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა, რის შედეგადაც დაიღუპა ავიალაინერში მყოფი 298-ვე ადამიანი. გაეროს უშიშროების საბჭომ 21 ივლისს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია თვითმფრინავის ჩამოგდება და მოთხოვნილია უცხოელი გამომძიებლების შეშვება თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილზე. აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა მალაიზიელ ოფიციალურ პირებს გადასცეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი შავი ყუთი მას შემდეგ, რაც მანამდე ხელს უშლიდნენ ავარიის ავიაკატასტროფის ადგილას უცხოელი მეთვალყურეების მისვლას. სეპარატისტები დათანმდნენ ასევე დაღუპულების მატარებლით გადასვენებას ხარკოვში, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება ამსტერდამში. მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, როცა ის 17 ივლისს, სავარაუდოდ, რაკეტამ ჩამოაგდო.

XS
SM
MD
LG