Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიამ კონტროლი დაამყარა კიდევ ორ ქალაქზე


უკრაინის არმიამ კონტროლი დაამყარა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებზე სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე. ამის შესახებ 22 ივლისს განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა. თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შეიარაღებულმა სეპარატისტებმა დატოვეს ეს დასახლებული პუნქტები. ხოლო თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რსპუბლიკის" წარმომადგენელი, იგორ სტრელკოვი აცხადებს, რომ შეიარაღებულ სეპარატისტებს შეუერთდა 205 კაცი სერბიიდან. 21 ივლისს გავრცელდა ინფძორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ძერჟინსკზე.

XS
SM
MD
LG