Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღემდე უკრაინის არმიამ სეპარატისტებთან ომში 325 ჯარისკაცი დაკარგა


უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებთან საბრძოლო შეტაკებებში 325 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს თქმით, ბრძოლებში, რომლებიც 15 აპრილიდან დაიწყო, დაიჭრა და დაშავდა 1332 ჯარისკაცი და ოფიცერი. ბოლო დღე-ღამეში უკრაინის არმიამ კი 13 ჯარისკაცი დაკარგა. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს ათობით სამოქალაქო პირი და ასეულობით სეპარატისტი მებრძოლი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG