Accessibility links

პარლამენტში იმართება დებატები მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის საკითხზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც მის გუნდს ეკისრება ქვეყნის წინაშე. ამის შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა საქართველოს პარლამენტში, სადაც მიმდინარეობს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა. პარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ, სხდომა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და რამდენჯერმე გაიჟღერა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ურთიერთბრალდებებმა. მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო ცვლილებები განახორციელა - რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლა შვიდი მინისტრი.

XS
SM
MD
LG