Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ბრძოლის გამო უცხოელი ექსპერტები ვერ ამოწმებენ ავიაკატასტროფის ადგილს


აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეებსა და უკრაინის ჯარებს შორის ბრძოლის გამო, უცხოელი ექსპერტების ჯგუფმა უარი თქვა 27 ივლისს ავიაკატასტროფის ადგილის შემოწმებაზე. უკრაინაში ეუთოს სამეთვალყურეო მისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდერ ჰაგმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ მისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, რეგიონში ბრძოლა გრძელდება - ამდენად, ვითარება სახიფათოა და გადაწყდა ავიაკატასტროფის ადგილას ექსპერტების ხვალ ჩასვლა. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდელი და ავსტრალიელი ექსპერტები, ისევე როგორც პოლიციელები მიემგზავრებოდნენ უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილას, ამ საკითხზე სეპარატისტების ლიდერებისა და ეუთოს შეთანხმების საფუძველზე. მალაიზიამ 27 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინაში მეამბოხეებთან მიაღწია შეთანხმებას ავიაკატასტროფის ადგილას უცხოელი პოლიციელების შეშვების თაობაზე.

XS
SM
MD
LG