Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა ახალი სანქციები შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ


29 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონმა ახალი სანქციები შემოიღო რუსეთის ენერგეტიკული, საფინანსო და სამხედრო დარგების წინააღმდეგ. თეთრ სახლში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ახალი სანქციები "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავის ტრაგედიას დაუკავშირა. ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ავიალაინერი ჩამოვარდა რუსული საზენიტო რაკეტის გასროლის შედეგად, რომელიც მეამბოხეებმა მცდარი ვარაუდით უკრაინულ ავიალაინერს დაუმიზნეს. ობამამ დასძინა, რომ მოსკოვმა არ ითანამშრომლა თვითმფრინავის კატასტროფის ადგილის შესწავლის მიზნით მივლენილ საერთაშორისო გამომძიებლებთან. მან ბრალი დასდო მოსკოვს, რომ ის განაგრძობს უკრაინის საზღვარზე ჯარების კონცენტრაციას და სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი მიესალმა ვაშინგტონის ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG