Accessibility links

logo-print

პაკისტანელმა ჯარისკაცებმა ექვსი ექსტრემისტი მოკლეს ავღანეთის საზღვართან


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, პაკისტანელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს თავდასხმა ავღანეთის საზღვართან მდებარე ბლოგ-პოსტზე. მათ მოკლეს, სულ ცოტა ექვსი და დაჭრეს ცხრა ექსტრემისტი. სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, 70-მდე ექსტრემისტი წუხელ დაესხა თავს დირის რაიონში მდებარე ბლოკ-პოსტს. ამავე წყაროს ცნობით, შეტაკების შემდეგ თავდამხსმელები ისევ ავღანეთში დაბრუნდნენ. ექსტრემისტები ორივე მხრიდან კვეთენ ხოლმე საზღვარს თავდასხმების მოსაწყობად, რის შემდეგაც უკან ბრუნდებიან. პაკისტანსა და ავღანეთს 2250-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვთ.

XS
SM
MD
LG