Accessibility links

logo-print

ლავროვი ტაჯიკეთს სთავაზობს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტაჯიკეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისასალმებელი იქნება ტაჯიკეთის გაწევრიანება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, რომლის შექმნასაც იანვარში აპირებენ რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი. ლავროვმა 30 ივლისს დუშანბეში, ტაჯიკ კოლეგა სიროჯიდინ ასლოვთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა ასევე, რომ მადლობას უხდის ტაჯიკეთს ამ ქვეყანაში სამხედრო ბაზებზე რუსი ჯარისკაცების დარჩენის შესახებ ორმხრივი შეთანხმების განხორციელებისათვის. თავის მხრივ, ასლოვმა აღნიშნა, რომ მან და ლავროვმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ვითარება ავღანეთში.

XS
SM
MD
LG