Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ატლანტიკური საბჭოს ანგარიში შეიცავს მრავალ ფაქტობრივ უზუსტობას


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ მომზადებული უსაფრთხოების სექტორის შესახებ ანგარიში შეიცავს მრავალ ფაქტობრივ უზუსტობასა და ფაქტების არაადეკვატურ შეფასებას. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ანგარიში სამინისტროს წინასწარი შეფასებისთვის გადაეგზავნა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვრცელი დოკუმენტი მოამზადა, სადაც არსებული უზუსტობებისა და წარმოდგენილი შეფასებების საწინააღმდეგო არგუმენტები მიუთითა, თუმცა ატლანტიკური საბჭოს ანგარიში უცვლელი დარჩა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შსს-ს კომპეტენცია სცდება ერთი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, როგორიცაა საზოგადოების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, კონტრდაზვერვა და კრიზისული სიტუაციების მართვა. თუმცა, ამ მხრივ, არაერთი ევროპული ქვეყნის მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც აღნიშნული ფუნქციები ერთი უწყების ფარგლებშია გაერთიანებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების დანერგვა წარმოადგენს. გამჭვირვალობის პრინციპის მნიშვნელობას ხაზს უსვამს "პოლიციის შესახებ" ახალი კანონიც. შსს აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან. მისი ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები ჩართულნი არიან მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG