Accessibility links

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს


საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურებს პრეზიდენტი პარლამენტს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ წარუდგენს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა. მანამდე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის დასამტკიცევლად საჭირო იყო სულ მცირე 76 ხმა. კენჭისყრის შედეგად ბაბაქურს 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს – 27-მა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ცნობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა და მათ ორივე კომიტეტისგან მხარდაჭერა მიიღეს.

XS
SM
MD
LG