Accessibility links

logo-print

გერმანიამ შეაჩერა „რაინმეტალისა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულების განხორციელება


გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საბოლოოდ შეაჩერა განხორციელება ხელშეკრულებისა, რომელიც კომპანია „რაინმეტალმა“ გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. გაზეთ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“ ცნობით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ გააუქმა კომპანიისთვის მიცემული ნებართვა ნიჟნი ნოვგოროდის მახლობლად რუსი ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის შესახებ. პროექტი ჯერ კიდევ მარტში შეაჩერეს - პასუხად რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებაზე. კონტრაქტის საერთო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება, ექსპერტთა აზრით, გერმანია-რუსეთის ურთიერთობისთვის პრეცედენტული იქნება და გავლენას მოახდენს იარაღის ექსპორტის საკითხისადმი ზოგად დამოკიდებულებაზე. რუსეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმით, გერმანია გასცდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების ფარგლებს, რადგან გასულ კვირაში შეთანხმებული მორატორიუმი არ ვრცელდება უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.

XS
SM
MD
LG