Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასი უარს აცხადებს დროებით ზავზე


ისრაელმა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა ღაზის სექტორში მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად დაგმო ღაზის სექტორში, გაეროს თავშესაფარში მოქმედ სკოლაზე განხორციელებული გამანადგურებელი იერიშები. თუმცა, ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ იგი არ აპირებს შეუერთდეს შვიდსაათიან ზავს, რასაც უწოდებს „დივერსიას“ და მოუწოდებს ღაზის მცხოვრებლებს, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ქუჩაში გადაადგილების დროს. ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც ევროპის დროით დილის 9 საათზე ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა, ისრაელმა ავიადარტყმით ექსტრემისტული ჯიჰადისტური დაჯგუფების მეთაური დანიელ მანუსრი მოკლა. ჰამასის ინფორმაციით, საავიაციო თავდასხმას ღაზის სექტორში ერთი ბავშვიც ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG