Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის საავადმყოფოში მკურნალობენ პაციენტს ებოლას სიმპტომებით


ნიუ-იორკის საავადმყოფოში ორშაბათს შევიდა პაციენტი, რომელიც, შესაძლოა, ებოლას ვირუსით იყოს ინფიცირებული. მას ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. პაციენტი რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნიდან, სადაც ვირუსია გავრცელებული. ამ დროისათვის პაციენტი მკაცრ იზოლაციაში იმყოფება და მას გამოკვლევებს უტარებენ. საავადმყოფოს მთავარი ექიმის სიტყვებით, პაციენტის ებოლას ვირუსით დაავადების ალბათობა მაღალი არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 887-ს შეადგენს, დაავადებულია 1603 ადამიანი. ციებ-ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს - ლიბერიას, გვინეასა და სიერა-ლიონეს ციებ-ცხელებასთან საბრძოლველად 200 მილიონ დოლარს გამოუყოფენ.

XS
SM
MD
LG