Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურას სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას საყვედურობს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სახელმწიფო საიდუმლოების დარღევად მიიჩნია პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ მიმოწერის თაობაზე, რომლითაც საგამოძიებო ორგანო პრეზიდენტს სთხოვდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გრიფით საიდუმლო მოეხსნა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მასალებზე. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოხსნა გრიფით საიდუმლო აღნიშნულ მასალებს, თუმცა, მიიჩნია, რომ მასსა და პროკურატურას შორის საიდუმლო მიმოწერის გამჟღავნებით პროკურატურამ დაარღვია კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ და ამ ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა. პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პროკურატურის მხრიდან არ ჰქონია ადგილი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევას და პრეზიდენტი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. ამავე მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, „ის ზედმიწევნით იცავს "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებსაც მოუწოდებს კანონის შესრულებას“.

XS
SM
MD
LG