Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიამ 13 ჯარისკაცი დაკარგა წუხანდელ შეტაკებებში


განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 14 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა ძალებთან შეტაკებებში ქვეყნის აღმოსავლეთში. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, დანაკარგის მიუხედავად უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს მეამბოხეებისაგან გაეთავისუფლებინათ ერთ-ერთი სტრატეგიული პუნქტი და გადაეჭრათ მათთვის რუსეთიდან მომარაგების გზა, რომელიც დონეცკის ოლქში, საურ-მაგილის ყორღანთან მდებარეობს.

XS
SM
MD
LG