Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ეჭვმიტანილი ხუთი უკრაინელი ოფიცერი გაანთავისუფლა


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მათ გაანთავისუფლეს ის ხუთი უკრაინელი სამხედრო, რომლებიც მანამდე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის თქმით, მთელი რიგი მოსაზრების გამო გამომძიებლებმა უარი თქვეს უკრაინელი სამხედროებისათვის ბრალის წარდგენაზე. ხუთივე უკრაინელი სამხედრო 72-ე ბრიგადის ჯარისკაცია და ისინი რუსმა მესაზღვრეებმა 7 აგვისტოს, როსტოვის ოლქში დააკავეს.

XS
SM
MD
LG