Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აცხადებს, რომ რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღება შეიტანეს


უკრაინის სამთავრობო ჯარების წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს თქმით, სამთავრობო ჯარებმა პოლიციის განყოფილება დაიკავეს სეპარატისტთა ხელთ მყოფ ლუგანსკში. ლუგანსკი აპრილიდან მოკიდებული სეპარატისტთა კონტროლქვეშაა. ლისენკოს თქმით, შენიშნულია, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთიდან უკრაინაში შეიტანეს შეიარაღება, მათ შორის, „გრადის“ ტიპის სამი სარაკეტო სისტემა. ლუგანსკის ოლქში შაბათს ღამით სეპარატისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებელი „მიგ-29“ ჩამოაგდეს. რეგიონში სპეცოპერაციის წარმომადგენელთა თქმით, მფრინავმა კატაპულტირება მოახერხა და ის უსაფრთხო ადგილასაა.

XS
SM
MD
LG