Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს


სერბიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდერ ვუჩიჩის თქმით, ეს ქვეყანა არ დაუწესებს სანქციებს რუსეთს. იქვე ვუჩიჩმა დაამატა, რომ ბელგრადი ასევე არ გეგმავს რუსეთში ექსპორტის სუბსიდირებას. მას მერე, რაც აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინის გამო სანქციები დაუწესა რუსეთს, რაზეც რუსეთმა ამ ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის აკრძალვით უპასუხა, სერბიაში იმედი აქვთ, რომ ამ ვითარებით იხეირებენ და რუსეთში ექსპორტს გაზრდიან. ვუჩიჩმა თქვა, რომ ევროკავშირმა, რომელში გაწევრიანების კანდიდატიც ეს ქვეყანაა, მას გაუგზავნა წერილი, სადაც თხოვენ სერბიას თავი შეიკავოს რუსეთში ექსპორტის გაზრდისგან. სერბია ზეწოლის ქვეშ არის, მიუსადაგოს თავისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირისას.

XS
SM
MD
LG