Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


კვირას თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ ოპოზიციის მიტინგების ფონზე ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. ადგილობრივი მედიის თანახმად, რეგიონის მასშტაბით 154 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, ასევე გახსნილია სამი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ – მოსკოვში, ჩერკესკსა და სტამბოლში. აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი - ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა, მირაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა - იბრძვის. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. 14 საათის მონაცემებით თვითგამოცხადებული აფხაზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობამ 43.02 %-ს მიაღწია.

XS
SM
MD
LG