Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აპირებს უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული კოლონის გაგზავნას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი აპირების უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული კოლონის გაგზავნას. როგორც ლავროვმა 25 აგვისტოს უთხრა ჟურნალისტებს, მოსკოვმა უკრაინას შეატყობინა ამ გეგმის შესახებ და ახლა კიევთან თანამშრომლობის იმედი აქვს. კიევმა და დასავლეთმა მკაცრად დაგმეს რუსეთი, როცა მან სატვირთო ავტომანქანების კოლონა შეაგზავნა უკრაინაში, კიევის თანხმობისა და „წითელი ჯვრის“ თანხლების გარეშე. ლავროვმა აღნიშნა ასევე, რომ დამამცირებელს ვერაფერს ხედავს დონეცკის ქუჩებში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჩამოტარებაში. სეპარატისტების ეს მოქმედება - უკრაინელი ტყვეების საჯაროდ, სირცხვილის დერეფანში გატარება - უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაგმეს, როგორც ჟენევის კონვენციის დარღვევა. ლავროვის თქმით, მოსკოვი მზად არის დიპლომატიის ნებისმიერი ფორმის გამოსაყენებლად, რათა ბოლო მოეღოს კონფლიქტს უკრაინაში. ლავროვის ამ განცხადებების ფონია მზადება უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისათვის, რომელიც 26 აგვისტოს მინსკში გაიმართება.

XS
SM
MD
LG