Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიღუპა ისლამისტების მხარეს მებრძოლი ამერიკის მოქალაქე


სირიაში დაიღუპა ისლამისტების მხარეს მებრძოლი ამერიკის მოქალაქე დაგლას მაკკეინი. მისი სიკვდილი თეთრმა სახლმა დაადასტურა. ტელეკომპანია ენბისის ინფორმაციით, მაკკეინი, სირიის თავისუფალი არმიის წევრებმა დაღუპულთა შორის აღმოაჩინეს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი ტელეკომპანია სიენენთან საუბრისას აცხადებს, რომ მაკკეინი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო. როგორც ენბისის წყაროები ამბობენ, სირიაში ჯიჰადისტების მხარეს აშშ-ის ათობით მოქალაქე იბრძვის. დაგლას მაკკეინის ნათესავის, ჯოსელ სმიტის თქმით, ოჯახს არ გაჰკვირვებია, როდესაც დუგლასმა 10 წლის წინ ისლამი მიიღო, მაგრამ მათ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ის სირიაში გადავიდა და ჯიჰადისტების მხარეს იბრძოდა: „ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის თურქეთში იყო. მაგრამ არ ვიცოდით, რას საქმიანობდა თურქეთში“, - ამბობს მაკკეინის ნათესავი ქალი.

XS
SM
MD
LG