Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულა აბდულა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების აუდიტს გამოეთიშა


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი აბდულა აბდულა ბოიკოტს უცხადებს შემოწმების პროცესს, რომელიც უტარდება 14 ივნისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო ბიულეტენებს. აბდულას წარმომადგენელმა მოჰამად-ალი ჰაიდარიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აბდულა დაუბრუნდებოდა აუდიტის პროცესს, თუ მისი მოთხოვნები შესრულდებოდა, მაგრამ ის არ მიიღებდა არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მის არყოფნაში იქნებოდა მიღებული. საარჩევნო პროცესი ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც აბდულამაც და მისმა მეტოქემაც, აშრაფ ღანიმაც, თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს. ბიულეტენების აუდიტის პროცესი, რომელიც აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ნაწილია, ჯერჯერობით არ დასრულებულა. პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ მისი შემცვლელის ინაუგურაცია 2 სექტემბერსაა დანიშნული და ეს თარიღი არ შეიცვლება.

XS
SM
MD
LG