Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა შეშფოთება გამოხატა აღმოსავლეთ უკრაინის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო


უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პირდაპირი სამხედრო აგრესიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის უფლებას დაამყაროს წესრიგი, უზრუნველყოს უკრაინის თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლების სრულად დაცვა და მათი ღირსეული მომავალი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. „საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიჩნევს, რომ რთული მდგომარეობა სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაიძლიოს.

XS
SM
MD
LG