Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფო“ ავრცელებს ქურთი მამაკაცისთვის თავის მოჭრის ამსახველ ვიდეოს


„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლმა ჯიჰადისტებმა გამოაქვეყნეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია ქურთი მამაკაცის თავის მოჭრის სცენა. ვიდეოჩანაწერში ჩანს რამდენიმე მამაკაცი ნარინჯისფერ ტანსაცმელში, რომლებიც წარმოდგენილნი არიან როგორც ქურთი მებრძოლები. შემდეგ ჯიჰადისტი ერთ-ერთ მამაკაცს აყენებს მუხლებზე, ქალაქ მოსულის მეჩეთის ფონზე და მას თავს სჭრის. მეამბოხეები იმუქრებიან, რომ სხვა ქურთებსაც იგივე ელით, თუკი ქურთი ლიდერები განაგრძობენ ამერიკის პოლიტიკის მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG