Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტმა მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს გაეროს მშვიდობის დამცველები


გაეროს 43 მშვიდობისმყოფელი ტყვედ აიყვანეს ისლამისტმა მეამბოხეებმა. ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის კანცელარია ავრცელებს. კონკრეტულად რომელმა დაჯგუფებამ ჩაიგდო ტყვედ მშვიდობისმყოფელები, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ალ ყაიდასთან კავშირში მყოფმა დაჯგუფებამ „ფრონტ ან ნუსრამ“ ხუთშაბათს დაიკავა სირიისა და ისრაელის სასაზღვრო ტერიტორიაზე არსებული ელ კუნეიტრას დასახლება. ოთხმოცზე მეტი მშვიდობისმყოფელი იმ ტერიტორიაზეა ბლოკირებული, სადაც მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები სირიის ჯარსა და მეამბოხეებს შორის.

XS
SM
MD
LG