Accessibility links

პუტინი: აღმოსავლეთ უკრაინაზე მოლაპარაკება სახელმწიფოებრიობასაც უნდა შეეხოს


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტისთვის ბოლოს მოღებაზე მოლაპარაკება უნდა შეეხოს რეგიონის სახელმწიფოებრიობის საკითხსაც. რუსეთის ტელევიზიის პირველ არხთან ინტერვიუში, რომელიც 31 აგვისტოს გავიდა ეთერში, პუტინი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები არსებით საკითხებზე - მისი თქმით, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში საზოგადოების პოლიტიკურ ორგანიზებასა და სახელმწიფოებრიობაზე იმ მიზნით, რომ დაცულ იქნეს იქ მცხოვრები ხალხის კანონიერი ინტერესები. დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს მოსკოვის მომხრე სეპარატისტების უკრაინის ჯარებთან ბრძოლის მხარდაჭერაში. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG