Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს იწყებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი 6 სექტემბერს საქართველოში ვიზიტს იწყებს. ჰეიგელი თბილისში ჩადის უელსში ნატოს სამიტის შემდეგ, სადაც დისკუსიების მთავარი თემები იყო უკრაინის კრიზისი და ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა. სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას სიტყვებს - რომ ჰეიგელის ვიზიტის დროს განიხილავენ შესაძლო დახმარებას, რომლის აღმოჩენაც საქართველოს შეუძლია ექსტრემისტულ ჯგუფთან ბრძოლაში. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს დაკავებული აქვთ ერაყის და სირიის გარკვეული ტერიტორიები. ირაკლი ალასანიამ „როიტერსს“ ნატოს სამიტის კულუარებში განუცხადა, რომ ჰეიგელის თბილისში ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის ნიშანია. ამასთან, ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ გაღრმავდება აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საჰაერო თავდაცვის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG