Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ გმობს შესაძლო ომის დანაშაულებს და უკრაინის კრიზისში რუსეთის როლს


ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ თანახმად, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ომის დანაშაულებს სჩადიან როგორც ქვეყნის მთავრობის მომხრე გასამხედროებული ჯგუფები, ისე სეპარატისტთა ძალები. ლონდონში განთავსებული ორგანიზაცია აღწერს „განურჩეველი სროლის, გატაცებს, წამების და მკვლელობის“ შემთხვევებს და აცხადებს, რომ ბრძოლაში მონაწილე ყველა მხარე ავლენს გულგრილობას „სამოქალაქო პირების სიცოცხლის“ მიმართ. „ამნეტი ინტერნეიშენალის“ ეს განცხადება მანამდე მომზადდა, სანამ 5 სექტემბერს ზავის შესახებ შეთანხმებას გამოაცხადებდნენ. რუსეთი უარყოფს კონფლიქტში რაიმე ფორმით მონაწილეობას. მაგრამ „ამნესტი ინტერნეიშენალის“ უკრაინის საკითხების მკვლევარმა, ჰეზერ მაკგილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთი კონფლიქტს აღვივებს პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის იარაღის და სხვა სახის დახმარების მიწოდებით. ჯგუფმა გაავრცელა სატელიტური სურათები, რომლებიც, მისი თქმით, აჩვენებს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეიარაღების და საარტილერიო ძალების დისლოცირებას. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს „საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტთან.“

XS
SM
MD
LG