Accessibility links

logo-print

ვან რუმპე: ევროკავშირმა ოფიციალურად მიიღო ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ


ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, ჰერმან ვან რუმპემ გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა ოფიციალურად მიიღო ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო. სანქციები მომავალ დღეებში შევა ძალაში. ვან რუმპეს თქმით, სანქციების პაკეტი წერილობითი პროცედურით იქნა მიღებული. უფრო ადრე გამოცხადდა, რომ ევროკავშირმა გადადო სანქციების მიღება, რათა ელჩებს ამ თემაზე ახალი შეხვედრის გამართვის საშუალება მისცემოდათ. ვან რუმპეს განცხადებით, ახალი სანქციების ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ ამ დღეებში, რათა კიევსა და მოსკოვის მომხრე სეპარატისტებისთვის 5 სექტემბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ზომების გატარების შესაძლებლობისთვის მეტი დრო დარჩეს. სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ახალი სანქციები სხვათა შორის, გულისხმობს ევროპის კავშირის ქვეყნების მიერ რუსეთის ენერგოკომპანიებისთვის კრედიტების მიცემის და მათ დაფინანსების აკრძალვას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუქარა გამოთქვა არასპეციფიკური „რეაქციით“, თუ ახალი სანქციები შევიდოდა ძალაში.

XS
SM
MD
LG