Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ დაიწყო ტურნე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ბაღდადში ვიზიტით დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ტურნე ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მხარდაჭერის გასამყარებლად. ერაყში ვიზიტისას კერი ხვდება პრემიერ-მინისტრ ჰაიდარ ალ-აბადის, რომლის კაბინეტიც ამ კვირაში დაამტკიცა პარლამენტმა, რაც მოჰყვა საერთაშორისო ზეწოლას ერაყში ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნისაკენ მოწოდებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ექსტრემისტებთან საბრძოლველად. „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს ტერიტორიის დიდ ნაწილს ერაყსა და სირიაში. ერაყის შემდეგ ჯონ კერი ეწვევა იორდანიას და საუდის არაბეთს.

XS
SM
MD
LG