Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: საერთაშორისო თანამეგობრობა დაამარცხებს "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა უმოქმედოდ არ უყურებს, როგორ იკრებს ძალას ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“. ამ საკითხზე კერიმ ისაუბრა 10 სექტემბერს, ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო კოალიცია დაამარცხებს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს და ერაყი არის „საკვანძო მნიშვნელობის პარტნიორი“ მათთან ბრძოლაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბაღდადში ვიზიტით დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ტურნე, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების წინააღმდეგ მხარდაჭერის გასამყარებლად. ჯონ კერიმ აღნიშნა ასევე, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ასევე 10 სექტემბერს, როცა წარმოადგენს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გეგმას, დაწვრილებით ისაუბრებს მასშტაბური სტრატეგიის თითოეულ კომპონენტზე. პრესკონფერენცია გაიმართა ბაღდადში კერისა და ერაყის ახალი პრემიერ-მინისტრის, ჰეიდერ ალ-აბადის შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG