Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი ახალ სანქციებს უწესებენ რუსეთს


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონი 12 სექტემბერს გამოაცხადებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ობამა ახალი ზომების მიზეზად ასახელებს განვლილი თვის განმავლობაში კრემლის მოქმედებას უკრაინის დესტაბილიზაციისათვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მიმართული იქნება რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკული და თავდაცვის სექტორების წინააღმდეგ. შეერთებული შტატების ეს ნაბიჯი კოორდინირებულია ევროკავშირთან, რომლის განცხადებითაც 12 სექტემბრიდან ამოქმედდება რუსეთის მიმართ ახალი სანქციები. ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ აღნიშნა ასევე, რომ შესაძლებელია სანქციების შესუსტება, ან გაუქმება. ვან რუმპეს განმარტებით, ევროკავშირი თვალს ადევნებს სამშვიდობო პროცესს აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა სექტემბრის ბოლომდე დაადგინოს, არის თუ არა ცვლილებები. ახალი სანქციები ითვალისწინებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან ვაჭრობის შეზღუდვის გამკაცრებას. სანქციები ითვალისწინებს ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან რუსეთის ენერგოკომპანიების, მათ შორის "როსნეფტის", "ტრანსნეფტის" და "გაზპრომ ნეფტის" დაფინანსების აკრძალვას .

XS
SM
MD
LG