Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ებოლამ 2400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დასავლეთ აფრიკაში ებოლის ეპიდემია თანამედროვეობის გამორჩეულად მძიმე კრიზისია. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ, ბრუს ეილუორდმა 16 სექტემბერს ჟენევაში განაცხადა, რომ ეპიდემიამ შეიწირა 2400-ზე მეტი ადამიანი - ინფიცირებულად აღრიცხულთა თითქმის ნახევარი. ეილუარდის აზრით, პროგნოზი, რომ ებოლის მსხვერპლთა რიცხვმა შესავლოა 20 ათასს მიაღწიოს, უკვე აღარ ჩანს გაზვიადებული და სწრაფი რეაგირებაა საჭირო ეპიდემიის შესაჩერებლად. აშში აცხადებს, რომ დასავლეთ აფრიკაში გასაგზავნად ამზადებს 3000-ს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, ებოლის ეპიდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო და ლოგისტიკური დახმარების გასაწევად.

XS
SM
MD
LG