Accessibility links

logo-print

რუსეთი დადებითად აფასებს საგანგებო სტატუსს უკრაინის რეგიონებისათვის


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის პარლამენტის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებისათვის დამტკიცებული საგანგებო სტატუსი არის "სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი". ამ რეგიონებში, რომელთა უდიდეს ნაწილსაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები აკონტროლებენ, წელს აპრილში დაიწყო შეტაკებები უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის. დაღუპულების რიცხვი 3000-ს აღწევს. უკრაინის პარლამენტში 16 სექტემბერს დამტკიცებული კანონი გარკვეულ ავტონომიას ანიჭებს ამ რეგიონებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სტატუსი შეესატყვისება რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ ჟენევაში ხელმოწერილ შეთანხმებებს. სამინისტრო აღნიშნავს ასევე, რომ „კონფრონტაცია“ მოჰყვება კანონში ცვლილებების შეტანის ნებისმიერ მცდელობას. უკრაინაში კანონს მკაცრად აკრიტიკებენ მემარჯვენე ძალები.

XS
SM
MD
LG