Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოტლანდიის რეფერენდუმში მონაწილეთა აქტივობამ 80% შეადგინა


შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე უარი თქვა 18 სექტემბერს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ - 55,3%-მა. მომხრეთა რაოდენობამ 44,7% შეადგინა. დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა შოტლანდიის 32 ოლქიდან მხოლოდ ოთხში გაიმარჯვეს. რეფერენდუმში 3 მილიონ 600 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დამარცხება აღიარა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა, რომელმაც დამოუკიდებლობის მომხრეებს მადლობა გადაუხადა. რეფერენდუმში მონაწილეთა აქტივობამ 80% შეადგინა.

XS
SM
MD
LG