Accessibility links

logo-print

ნატო: რუსეთის ჯარები ჯერ კიდევ რჩებიან უკრაინაში


ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები ჯერ კიდევ მოქმედებენ უკრაინაში და ზავი არ მუშაობს. მაგრამ გენერალი იმედოვნებს, რომ ახალი სამშვიდობო გეგმა შეძლებს ვითარების გაუმჯობესებას. გენერალმა ბრიდლავმა ლიტვაში უთხრა ჟურნალისტებს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები კვლავინდებურად იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე. მას რაოდენობა არ დაუსახელებია. 5 სექტემბრის შეთანხმებას, მისი შეფასებით, ზავი მხოლოდ ეწოდება, ხოლო ძალადობა, ბოლო დღეების საარტილერიო ცეცხლის ჩათვლით, ისეთივეა, როგორიც ზავის დადებამდე იყო. გენერალი ბრიდლავი ვილნიუსს ეწვია ნატოს სამხედრო სარდლების შეხვედრასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG