Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი წვიმის შედეგად მძიმე ზარალი მიადგა აჭარას


ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მძიმე ზარალი მიაყენა აჭარას. ბათუმში დატბორილია საცხოვრებელი სახლები. საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემებით, ხულოში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და სარფში დაზიანდა რამდენიმე ხიდი და სოფლების დამაკავშირებელი გზები. რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. იუწყებიან ასევე, რომ ბათუმის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განმარტებით, წყალია შესული ქვესადგურებში და სისტემის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წვიმის გადაღების შემდეგ. რეგიონში მოქმედებს საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძემ.

XS
SM
MD
LG