Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს საპატიმროებში არსებული ვითარების გამოძიებას


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების გამოძიება დაიწყოს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ გამოსაძიებელია უშუალოდ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის სოზარ სუბარის როლიც. ნადირაშვილის თქმით, ყველა პირს, რომელიც შესაძლოა, დანაშაულის მონაწილე იყოს, გამოძიების პერიოდში უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. „კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა მინისტრი შექმნილ სიტუაციაზე პასუხის გასაცემად მოვიდეს საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, მედიის მეშვეობით საზოგადოებამ ახლახან მოისმინა სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემას მართვენ კრიმინალური ავტორიტეტები და არა სახელმწიფო. ნადირაშვილის განცხადებითვე, საპატიმროებში კრიმინალური ავტორიტეტებისათვის კონტროლის გადაცემა იწვევს ძალადობის ესკალაციას, რასაც ადასტურებს ბოლო ხანს საეჭვო გარემოებებში სამი პატიმრის გარდაცვალება.

XS
SM
MD
LG