Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს უცხოელების მიერ მედიის ფლობის შეზღუდვას


რუსეთის პარლამენტარებმა დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი კანონს, რომელიც რუსეთში მოქმედ მედიასაშუალებებში უცხოელი მფლობელების წილის ზღვრად 20 პროცენტს აწესებს. ამავე დროს, იკრძალება მედიის დაფინანსება ან ამუშავება უცხოეთის ჯგუფების ან ინდივიდების მიერ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე რუსების ჩათვლით. სახელმწიფო სათათბირომ პირველ მოსმენაზე 434-ით 1-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი კანონპროექტს. მეორე მოსმენაზე ტექსტში შესაძლოა შესწორებები შევიდეს, მესამეზე კი ის უნდა მიიღონ და ან უარყონ. ინიციატივის წარდგენისას დეპუტატმა ვადიმ დენგინმა განაცხადა, „სამწუხაროდ, ცივი ომი, რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომი გარკვეულ კანონებს და მოქმედებებს განაპირობებსო.“ მედიაინვესტორთა ნაწილმა კანონპროექტი გააკრიტიკა და მას უწოდა კრემლის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯი მედიის თავისუფლების შეზღუდვისკენ.

XS
SM
MD
LG