Accessibility links

logo-print

თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ მოძრაობა „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები


თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს, სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ მოძრაობა „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები. ისინი მკვლელად მოიხსენიებდნენ თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, საქმეზე ბრალდებულ ბაჩო ახალაიას, რომელიც დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა. ინციდენტის გამო მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა "თავისუფალი თაობის" წევრი ლადო სადღობელაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები არ გამოცხადდნენ, რის მიზეზადაც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა მოწმეებზე პროკურატურის ზეწოლა დაასახელა. თავის მხრივ, პროკურორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ დაცვის მხარეს ნაცნობების წრე ამოეწურა და სასამართლოში მოწმეებიც ამიტომ ვეღარ მიჰყავს.

XS
SM
MD
LG