Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანიას ერაყში შეუერთდება ჰოლანდიის თვითმფრინავები


ჰოლანდიის მთავრობის განცხადებით, ეს ქვეყანა ექვსი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავით შეუერთდება ერაყში მიმდინარე კამპანიას ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ჰააგაში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, ლოდევეიკ აშერმა განაცხადა, რომ ოპერაციაში ჩაერთვება 250 პილოტი და დამხმარე პერსონალი. ამასთან, რეგიონში გაიგზავნება 130 პირი, რომლებიც ერაყის და ქურთების სამხედრო ძალებს ერთი წლის ფარგლებში ჩაუტარებენ წვრთნებს და მისცემენ რჩევებს. 26 სექტემბერს ბრიტანეთის პარლამენტი გამართავს საგანგებო სესიას, ერაყში ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობის თაობაზე. ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დავიდ კამერონმა გააკეთა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში ერაყის პრემიერ-მინისტრთან, ჰეიდარ ალ-აბადისთან შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG