Accessibility links

სტოლტენბერგის თქმით, ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან მიმართებით


ნატოს ახალი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი არ წავა კომპრომისზე იმ პრინციპებთან მიმართებით, რომელთა საფუძველზეც არის შექმნილი ნატო. სტოლტენბერგმა ეს განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურ მდივნად საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით. მან 1 ოქტომბერს შეცვალა ანდერს ფოგ რასმუსენი. 55 წლის სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით მე-13 გენერალური მდივანი გახდა. ის ნორვეგიის წარმომადგენელია - ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნორვეგიის მთავრობას სათავეში ედგა 2005-დან 2013 წლამდე. 1 ოქტომბერს გამოსვლისას, სტოლტენბერგმა დადებითად შეაფასა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ხელმოწერილი შეთანხმება, მაგრამ განაცხადა აგრეთვე, რომ რუსეთი ინარჩუნებს უკრაინის დესტაბილიზაციის უნარს და კვლავინდებურად არღვევს საერთაშორისო სამართალს.

XS
SM
MD
LG