Accessibility links

logo-print

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამხედრო ოპერაციას სირიასა და ერაყში


თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციას, რაც ქვეყნის მთავრობას მეზობელ ერაყსა და სირიაში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის უფლებას აძლევს. მთავრობის მიერ მოთხოვნილი მანდატი ერთ წელიწადზეა გათვლილი და გარკვეულ ფარგლებს აწესებს. იგი არ ავალდებულებს მთავრობას სახმელეთო ჯარის გაგზავნას სირიასა და ერაყში, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული იქნას საჭიროების შემთხვევაში. თურქეთის მთავრობა ერთი თვის განმავლობაში ყოყმანობდა, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე. პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში არ არის მითითებული, თუ რა ფორმით ჩაერთვება ანკარა აშშ-ის ლიდერობით მოქმედ ახალ ოპერაციაში.

XS
SM
MD
LG