Accessibility links

logo-print

შაბათს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები განაგრძობდნენ დონეცკის აეროპორტის ხელში ჩაგდების მცდელობებს


მიუხედავად მოსკოვის ოფიციალური მოწოდებებისა, დაიცვან ერთი თვის წინ მიღწეული საზავო შეთანხმება, შაბათს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები განაგრძობდნენ დონეცკის აეროპორტის ხელში ჩაგდების მცდელობებს, რომელიც უკრაინის სამთავრობო ჯარების კონტროლქვეშაა. განვლილი კვირის განმავლობაში შეტაკებებში სულ უფრო ძლიერდებოდა საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი და მან პიკს მიაღწია 4 ოქტომბერს. სეპარატისტები ასევე ტანკებს იყენებდნენ აეროპორტის მთავარი ტერმინალის დასაბომბად. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს თქმით, 4 ოქტომბერს დაიღუპა 12 სეპარატისტი და არმიის ორი ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG