Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქების შედეგად სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაიღუპა


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავტობუსის გაჩერებაზე ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის თანახმად, ხიბერ-პახტუნხვის ქალაქ კოჰატში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიჭრა. აფეთქდა მოძრავი ავტობუსი, როცა ასობით მგზავრი იყო შეკრებილი სადგურზე ეიდ ალ-ადჰას დღესასწაულზე სხვადასხვა მიმართულებით გასამგზავრებლად. მომხდარისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG