Accessibility links

logo-print

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა


ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა მმართველმა კოალიციამ მოიპოვა ხმების უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებში. საარჩევნო კომისია ხმების 95%-ის დათვლის საფუძველზე იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრ დაიმდოტა სტრაუუმას მთავრობაში შემავალ პარტიებს ერგოთ ხმების 58%. ხოლო ცალკეულ პარტიებს რაც შეეხება, ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო ოპოზიციურმა მემარცხენე პარტია „ჰარმონიამ“, რომელსაც ხმების 23% პროცენტი ერგო. „ჰარმონიას“ ფართო მხარდაჭერა აქვს ლატვიის რუსულენოვან უმცირესობაში, რომელიც შეადგენს, დაახლოებით, ორმილიონიანი მოსახლეობის მეოთხედს. არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 59%.

XS
SM
MD
LG