Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის სასამართლო დღეს იმსჯელებს დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე


საბერძნეთის სასამართლო დღეს იმსჯელებს საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე. ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს იტალიაში ყალბი საბუთებით გამგზავრების მცდელობისას. ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტამდე საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაია 100 ათასი ევროს გირაოთი გაათავისუფლა. კუდის ყოფილი უფროსი საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალდებულია რამდენიმე, მათ შორის სანდრო გირგვილიანის გარდაცვალების და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე.

XS
SM
MD
LG