Accessibility links

logo-print

ქურთები სირიაში მნიშვნელოვანი ქალაქისთვის ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“


ქურთი მებრძოლები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, 5 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს ებრძოდნენ მნიშვნელოვან სასაზღვრო ქალაქზე, ქობანიზე კონტროლის ქონის მიზნით. როგორც იუწყებიან, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა შაბათს ხელში ჩაიგდეს ერთი მონაკვეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვან გორაზე, რომელიც ქობანის გადაჰყურებს - თუმცა მათი შეტევა შეაფერხა საჰაერო იერიშების განახლებამ. ქობანის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, იდრის ნაჰსენის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ქალაქიდან ერთი კილომეტრი აშორებს და საჰაერო იერიშები საკმარისი არ არის მათ შესაჩერებლად. ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, ქობანიდან აღმოსავლეთით გათავსებულ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციასთან თავი აიფეთქა ქურთმა მებრძოლმა ქალმა. ქობანი, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს, მნიშვნელოვან ადგილად იქცა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ბრძოლაში. აშშ-ის სამხედრო სტრუქტურების ცნობით, აშშ-ის არმიამ 4 ოქტომბერს სირიაში სამი საჰაერო იერიში განახორციელა, 5 ოქტომბერს კი ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებულ ექვს იერიშში გამოიყენეს საბრძოლო თვითმფრინავები, ბომბდამშენები და ვერტმფრენები.

XS
SM
MD
LG