Accessibility links

logo-print

ქაშმირის რეგიონში სროლას ემსხვერპლა ცხრა სამოქალაქო პირი


ცხრა სამოქალაქო პირი დაიღუპა შეტაკებებში, რომლებიც მოხდა ქაშმირის რეგიონში, ინდოეთსა და პაკისტანს შორის კამათის საგნად ქცეული საზღვრის გასწვრივ. 6 ოქტომბერს მომხდარი შეტაკებები ყველაზე მასშტაბურია მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ინდოეთმა ითხოვა სამშვიდობო მოლაპარაკების გადადება. დაიჭრა კიდევ 25 ადამიანი. ინდოეთის სასაზღვრო უსაფრთხოების ინსპექტორის, რაკეშ კუმარის განცხადებით, პაკისტანის ძალებმა დილით ცეცხლი გაუხსნეს საზღვრიდან სამიოდე კილომეტრში მდებარე სოფელ არნიას და ხუთი ინდოელი მოკლეს. პაკისტანის ოფიციალური უწყებების განცხადებით, მათმა ძალებმა უპასუხეს ინდოეთის მხრიდან გახსნილ ცეცხლს, რასაც, მათი თქმით, ოთხი პაკისტანელი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი ქალი. ქაშმირის რეგიონი ინდოეთსა და პაკისტანს შორის უთანხმოების მთავარ საგანს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა 1947 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

XS
SM
MD
LG