Accessibility links

ფრედერიკა მოგერინი: ევროკავშირი სხვადასხვა ფორმით უნდა დაეხმაროს აღმოსავლეთ სამეზობლოს


ევროკავშირმა სხვადასხვა ფორმით უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს აღმოსავლეთის მიმართულებით, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მომავალმა ხელმძღვანელმა ფრედერიკა მოგერინიმ. „ეს ყურადღება უკრაინისათვის უსაფრთხოების, ინსტიტუციური რეფორმების, პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული სირთულეების გადაჭრის მხრივ სრული მხარდაჭერით უნდა დავიწყოთ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მოლდავეთსა და საქართველოს განსაკუთებით მომდევნო თვეებში“ - აღნიშნა მოგერინიმ და დასძინა, რომ სამომავლო წინსვლისათვის ასევე საჭიროა მუშაობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელორუსიასთან.

XS
SM
MD
LG